ევროპის ცხრა ქალაქში გუშინ კონტინენტის 2016 წლის პირველობის შესარჩევი ციკლის ბოლოს წინა ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე საინტერესო ვითარება A ჯგუფშია, სადაც დიდი ალბათობით ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფის საგზურის გარეშე დარჩება და უდიდესი სენსაცია დაფიქსირდება.
A ჯგუფი
დღის მთავარი შეხვედრა პრაღაში “გენერალ არენაზე” გაიმართა, სადაც უმოტივაციო ჩეხეთის ნაკრებმა მე-3 ადგილისთვის მებრძოლი თურქეთი მიიღო და 0:2 დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ სტუმრები გამარჯვებას მოიპოვებდნენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამდნენ ფლეი-ოფში გასასვლელად, ხოლო ჩეხეთმა ევრო 2016-ის საგზური გასულ ტურში მოიპოვა და დღევანდელი შეხვედრის შედეგს მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდათ.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ თურქები 62-ე წუთზე სელჩუკ ინანიმ დააწინაურა პენალტით, ხოლო 79-ე წუთზე არდა თურანის შესანიშნავი გადაცემა ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეირგო და ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
კატასტოროფასთან ახლოს მყოფი ჰოლანდიის ნაკრები ასტანას ეწვია და ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა, თუმცა შესაძლოა ეს მოგება “ნარინჯისფერებს” აღარაფერში წაადგეთ. სტუმრებმა პირველი ნახევარი ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში უესლი სნეიდერმა გამოიჩინა თავი, ხოლო 96-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა კუატმა მოახერხა -1:2.
ჯგუფის ლიდერმა ისლანდიის ნაკრებმა რეიკივიაკში ლატვიის ნაკრები მიიღო და რიგაში ქულა გაატანა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი სიგტორსონისა და სიგურდსონის გოლებით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მოდუნდნენ, რითაც ცაუნამ და საბალამ ისარგებლეს და თავიანთ სამშობლოს საპატიო ქულა მოუპოვეს – 2:2.
ჩეხეთი – თურქეთი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ინანი (49 პენ.), 0:2 თურანი (79)
ისლანდია – ლატვია 2:2 (2:0)
გოლები: 1:0 სიგტორსონი (5), 2:0 სიგურდსონი (27), 2:1 ცაუნა (49), 2:2 საბალა (68)
ყაზახეთი – ჰოლანდია 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვეინალდუმი (33), 0:2 სნეიდერი (50), 1:2 კუატი (96)
1. | ისლანდია | 9 | 6 | 2 | 1 | 17:5 | 20 | |
2. | ჩეხეთი | 9 | 6 | 1 | 2 | 16:12 | 19 | |
3. | თურქეთი | 9 | 4 | 3 | 2 | 13:9 | 15 | |
4. | ჰოლანდია | 9 | 4 | 1 | 4 | 15:11 | 13 | |
5. | ლატვია | 9 | 0 | 5 | 4 | 6:18 | 5 | |
6. | ყაზახეთი | 9 | 0 | 2 | 7 | 6:18 | 2 |
B ჯგუფი
B ჯგუფში ევრო 2016-ის საგზური ოფიციალურად მოიპოვეს ბელგიისა და უელსის ნაკრებებმა, ხოლო მე-3 ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა და ბოლო ტურის წინ, სამ გუნდს შეუძლია ფლეი-ოფში გასვლა.
ბელგიის ნაკრებმა გასვლაზე უპრობლემოდ სძლია ანდორის სუსტ ნაკრებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რადგანაც უელსის ნაკრები ზენიცაში ბოსნიასთან დამარცხდა, თუმცა კონტინენტის პირველობის საგზური მაინც გაინაღდა.
ისრაელის ნაკრები კი, მოულოდნელად შინ დამარცხდა კვიპროსთან და მე-3 ადგილი დაკარგა. ებრაელები ძალიან რთული სიტუაციაში იმყოფებიან, რადგანაც ბოლო ტურში ბელგიის ნაკრებს გასვლაზე ეთამაშებიან, ხოლო კვიპროსი შინ ბოსნიას მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, ფლეი-ოფში თამაში შეეძლება.
ისრაელი – კვიპროსი 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ჟუნიორი (58), 1:1 ბიტონი (76), 1:2 დემეტრიუ (80)
ანდორა – ბელგია 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (19), 0:2 დე ბრუინი (42), 1:2 ლიმა (52 პენ.), 1:3 აზარი (56 პენ.), 1:4 დეპოიტრე (64)
78-ე წუთზე აზარმა პენალტი ვერ გაიტანა
ბოსნია – უელსი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დურიჩი (71), 2:0 იბიშევიჩი (90)
1. | ბელგია | 9 | 6 | 2 | 1 | 21:4 | 20 | |
2. | უელსი | 9 | 5 | 3 | 1 | 9:4 | 18 | |
3. | ბოსნია | 9 | 4 | 2 | 3 | 14:10 | 14 | |
4. | ისრაელი | 9 | 4 | 1 | 4 | 15:11 | 13 | |
5. | კვიპროსი | 9 | 4 | 0 | 5 | 14:14 | 12 | |
6. | ანდორა | 9 | 0 | 0 | 9 | 4:34 | 0 |
H ჯგუფი
იტალიის ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2016 წლის საგზური გაიფორმა. ანგარიში მე-11 წუთზე ედერმა გახსნა, რასაც ოც წუთში ნაზაროვის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. “სკუადრა აძურამ” პირველი ნახევარი მაინც მოიგო, 43-ე წუთზე ელ შაარავიმ ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე მატეო დარმიანიმ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 1:3.
ხორვატიის ნაკრებმა შინ ბულგარეთი დაამარცხა დამაჯერებლად, ხოლო ნორვეგიამ მალტას სძლია.
ხორვატია – ბულგარეთი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 პერიშიჩი (2), 2:0 რაკიტიჩი (42), 3:0 კალინიჩი (81)
გაძევება: ჩოპი (89)
აზერბაიჯანი – იტალია 1:3 (1:2)
გოლები: 0:1 ედერი (11), 1:1 ნაზაროვი (31), 1:2 ელ შაარავი (43), 1:3 დარმიანი (65)
გაძევება: ჰუსეინოვი (88)
ნორვეგია – მალტა 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ტეტი (19), 2:0 სოდერლანდი (52)
1. | იტალია | 9 | 6 | 3 | 0 | 14:6 | 21 | |
2. | ნორვეგია | 9 | 6 | 1 | 2 | 12:8 | 19 | |
3. | ხორვატია | 9 | 5 | 3 | 1 | 19:5 | 17 | |
4. | ბულგარეთი | 9 | 2 | 2 | 5 | 7:12 | 8 | |
5. | აზერბაიჯანი | 9 | 1 | 3 | 5 | 7:16 | 6 | |
6. | მალტა | 9 | 0 | 2 | 7 | 3:15 | 2 |