რაგბი

0:59 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი 10 ლელოთი დაგვემშვიდობა

მსოფლიო თასის მასპინძელმა ინგლისმა, არაფრისმომცემ მატჩში ურუგვაის 10 ლელო გაუტანა, 60:3 იმარჯვა, მაგრამ ამით ვერც მორაგბეების და ვერც გულშემატკივრების ხასიათი გამოკეთდება, რადგან ის გახდა პირველი მასპინძელი გუნდი, რომელმაც მსოფლიო თასის ისტორიაში ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

ურუგვაელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში იბრძოლეს, სამად სამი ლელო გაუშვეს და ჯარიმით ანგარიშიც დაასველეს - 3:21. შესვენების შემდეგ მასპინძელბმა კიდევ სამი ლელო მიითვალეს. ნიქ ისთერმა და ჯექ ნოულმა ჰეთ თრიკი შეასრულეს, ენთონი ვოთსონმა დუბლი მიითვალა, ერთი ლელო ჰენრი სლეიდის ანგარიშზეა, ხოლო სულ ბოლოს ურუგვაელები საჯარიმოლელოთი დაისაჯნენ.

ხვალ ოთხი თამაშია, ამით ჯგუფური ეტაპი დასრულდება და საბოლოოდ შედგება მეოთხედფინალური წყვილები. გასარკვევი მხოლოდ ისაა, ირლანდიისა და საფრანგეთისგან ვინ შეხვდება ახალ ზელანდიას და ვინ არგენტინას და აგრეთვე ის, შეძლებ თუ ვერა რუმინეთი იტალიის დამარცხებას და 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურის მოპოვებას. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხედფინალებში სამხრეთელი ბობოლები ჩრდილოეთის გუნდებს შეხვდებიან.

2015 წლის მსოფლიო თასი

ა ჯგუფი

10 ოქტომბერი

ინგლისი - ურუგვაი 60:3 (21:3)

ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოუენ ფარელი, 11. ჯექ ნოული, 10. ჯორჯ ფორდი, 9. დანი ქეა; 1. მაკო ვუნიპოლა, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯო ლონჩბრი, 5. ჯეფ პარლინგი, 6. ჯეიმზ ჰასქელი, 7. ქრის რობშოუ (კაპ.), 8. ნიქ ისთერი.

სათადარიგოები: 16. ჯემი ჯორჯი, 17. ჯო მარლერი, 18. დევიდ ვილსონი, 19. ჯორჯ ქრუზი, 20. თომ ვუდი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯონათან ჯოზეფი, 23. მაიქ ბრაუნი.

ლელო: ისთერი (3), სლეიდი, ნოული (3), ვოთსონი (2), საჯარიმო

5 გარდასახვა: ფარელი (4), ფორდი

ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. სანტიაგო ჟივერნო, 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. მატეო სანგინეტი, 2. კარლოს არვოლეჟა, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა (კაპ.), 5. ხორხე სერვინო, 6. ხუან-მანუელ გამინარა, 7. მატიას ბიერი, 8. ალეხანდრო ნიეტო.

სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენბახი, 17. ოსკარ დურანი, 18. ალეხო კორალი, 19. მატიას პალომეკე, 20. დიეგო მანიო, 21. აგუსტინ ალონსო; 22. ალეხო დურანი, 23. მანუელ ბლენხიო.

1 ჯარიმა:

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

ავსტრალია 4 4 0 0 141:35 17 1

უელსი 4 3 0 1 111:62 13 1

ინგლისი 4 2 0 2 133:75 11 3

ფიჯი 4 1 0 3 84:101 5 1

ურუგვაი 4 0 0 4 30:226 0 0

0.149283