“ფრაიბურგმა” სანაკრებო შესვენებისას ამხანაგური მატჩი გამართა “ჰოფენჰაიმის” მეორე გუნდთან და 2:1 იმარჯვა. გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე ლუკას ჰუფნაგლმა გაიტანა. ჰუფნაგელმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
როგორც იცით, ჰუფნაგელი გამოძახებული იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ კლუბში დარჩა. “ფრაიბურგის” პოზიცია იყო, ფეხბურთელი ამ ეტაპზე ჩვენთან დარჩეს, გუნდს უკეთ შეეჩვევაო. ანუ, ჰუფნაგელს შემდგომში გამოიძახებენ.
გიორგი პაპუნაშვილმა კი “ვერდერის” მაისურით ითამაშა, მან მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა “ლაიპციგთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში. პაპუნაშვილმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.