ავსტრალიას და უელსს მეოთხედფინალში თამაში ურთიერთდაპირისპირებამდეც დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ უნდა გაერკვიათ ვინ რომელი ადგილიდან გავიდოდა პლეი-ოფში და შესაბამისად, ვისთან მოუწევდათ იქ თამაში.
მართალია შეხვედრაში ლელო არ გასულა, მაგრამ ეს იყო ორი უდიდესი გუნდის ლამაზი დაპირისპირება. “ვოლაბებმა” “დრაკონებს” სძლიეს და ეს იყო მათი უდიდესი თავდადების შედეგი, რადგან გაძლო 7 წუთი 13 კაცის ამარა 15 უელსელის წინააღმდეგ და ლელო არ მიიღო, ხშირ შემთხვევაში თავდადებითაც მიუწვდომელი ამოცანაა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა.
გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს. ანგარიში უელსმა გახსნა, ავსტრალიამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მერე დენ ბიგარმა წონასწორობა აღადგინა და 34-ე წუთის შემდეგ “დრაკონებმა” ქულის აღება ვეღარ შეძლეს. ტაიმი მაინც “ვოლაბებმა” მოიგეს, რადგან ბერნარდ ფოლის დარტყმა ზუსტი იყო, ტაიმის მიწურულს კი, ბიგარს და გიტოს თითო დარტყმა გაუცუდდათ.
ფოლიმ მეორე ტაიმის დასაწყისში თავისიანების უპირატესობა კიდევ უფრო ხელშესახები გახადა, 57-ე წუთიდან კი, ავსტრალიელებისთვის რთული წუთბი დაიწყო. გიტომ საკუთარ 22-ში ჯარიმის სწარაფად გათამაშების შემდეგ 10 მეტრის წესი დაარღვია და სინბინით დაისაჯა. უელსმა ლელოზე თამაში ირჩია და 3 წუთში დერეფანში მეტოქის ჰაერში ბოჭვისთვის გიტოს გზას დინ მამი გაუდგა. ბრიტანელებმა შერკინებიდან, მოკლე დარტყმებით თუ თამაშის გაშლით მაგრად უტიეს, მეტოქის 22-ში ლამის 10 წუთი გაატარეს, რამდენჯერმე ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და მიზანს რომ ვერ უწიეს ბრძოლაზე ხელი აიღეს.
დასკვნითი 10 წუთი ავსტრალიამმეტოქის ნახევარზე გაატარა და ფოლიმ მეხუთე ჯარიმა გაიტანა, ხოლო სულ ბოლოს ალექს ქასბერთი გადაცემის ჩაჭრისთვის სინბინით დაისაჯა და ფოლის დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ ამან ვეღარაფერი შეცვალა და მეოთხედფინალში ავსტრალია შოტლანდიას, ხოლო უელსი სამხრეთ აფრიკას შეხვდება.
თბილისის დროით 23 საათზე ამავე ჯგუფში მასპინძელი ინგლისი ურუგვაის ეთამაშება და ალბათ დიდი სხვაობითაც დაამარცხებს, მაგრამ ეს სატურნირო ცხრილში ბევრს ვეღარაფერს შეცვლის.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
10 ოქტომბერი
ავსტრალია - უელსი 15:6 (9:6)
ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-ქუპერი, 13. ტევიტა კურინდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. სქოთ სიო, 2. სთივენ მორი (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. ქეინ დაგლასი, 5. დინ მამი, 6. სქოთ ფარდი, 7. შონ მაკმანი, 8. დევიდ პოქოქი.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. რობ სიმონსი, 20. ბენ მაკქალმანი; 21. ნიქ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქერთლი ბილი.
5 ჯარიმა: ფოლი
2 სინბინი: გენია, მამი
უელსი: 15. გარეს ენსქომი, 14. ალექს ქასბერთი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ლიამ ვილიამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. პოლ ჯეიმზი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. სემსონ ლი, 4. ლუქ ჩართერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. სემ ვორბერთონი (კაპ.), 7. ჯასთინ თიპურიქი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. არონ ჯარვისი, 18. თომ ფრენსისი, 19. ჯეიქ ბოლი, 20. როს მორიართი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ჯეიმზ ჰუქი.
3 ჯარიმა: ბიგარი
1 სინბინი: ქასბერთი
ინგლისი - ურუგვაი
ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოუენ ფარელი, 11. ჯექ ნოული, 10. ჯორჯ ფორდი, 9. დანი ქეა; 1. მაკო ვუნიპოლა, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯო ლონჩბრი, 5. ჯეფ პარლინგი, 6. ჯეიმზ ჰასქელი, 7. ქრის რობშოუ (კაპ.), 8. ნიქ ისთერი.
სათადარიგოები: 16. ჯემი ჯორჯი, 17. ჯო მარლერი, 18. დევიდ ვილსონი, 19. ჯორჯ ქრუზი, 20. თომ ვუდი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯონათან ჯოზეფი, 23. მაიქ ბრაუნი.
ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. სანტიაგო ჟივერნო, 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. მატეო სანგინეტი, 2. კარლოს არვოლეჟა, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა (კაპ.), 5. ხორხე სერვინო, 6. ხუან-მანუელ გამინარა, 7. მატიას ბიერი, 8. ალეხანდრო ნიეტო.
სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენბახი, 17. ოსკარ დურანი, 18. ალეხო კორალი, 19. მატიას პალომეკე, 20. დიეგო მანიო, 21. აგუსტინ ალონსო; 22. ალეხო დურანი, 23. მანუელ ბლენხიო.
გუნდი | თ | მ | ფ | წ | +/- | ქ | ბ |
ავსტრალია | 4 | 4 | 0 | 0 | 141:35 | 17 | 1 |
უელსი | 4 | 3 | 0 | 1 | 111:62 | 13 | 1 |
ინგლისი | 3 | 1 | 0 | 2 | 73:72 | 6 | 2 |
ფიჯი | 4 | 1 | 0 | 3 | 84:101 | 5 | 1 |
ურუგვაი | 3 | 0 | 0 | 3 | 27:166 | 0 | 0 |