ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა შვეიცარიულ ინტერნეტპორტალ blick-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე შემოთავაზება მადრიდის “რეალიდან” ჰქონდა, თუმცა უარით გაისტუმრა.
“1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ “რეალის” ხელძღვანელობამ მათთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.” - აღიარა ჰიტცფელდმა.
ამის მერე, ოტმარმა მიუნხენის “ბაიერნს” მიაშურა და კლუბთან ერთად დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბოლოს კი ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.