,,მგზავრები არმიამ“ სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი უკანახაზელი ლაშა ფარღალავა (17.10.1989, 201 სმ) დაიმატა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ფარღალავას ყოფილმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
ფარღალავა ბოლოს სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმში“ თამაშობდა, სხვადასხვა მიზეზების გამო 2014-2015 წლების სეზონი არ დაუსრულებია. ლაშას საქართველოს რამდენიმე წამყვან გუნდთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. რამდენიმე წელი აშშ-ს სტუდენტური ლიგის სხვადასხვა გუნდებშიც ითამაშა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა ,,მგზავრები არმიამ“ ფარღალავას სახით გამოცდილი კალათბურთელი შეიძინა.