თბილისის “ვითა” ყველაფერს იღონებს, რათა თავის რიგებს ქართველი ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი შემატოს. ამის შესახებ განცხადება ქართული კლუბის პრეზიდენტმა თემურ დათიკაშვილმა განაცხადა.
“ჯერ ის შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ, რომელის გვსურს. ცვლილებები კიდევ იქნება და მინიმუმ ერთ უცხოელ ცენტრს დავიმატებთ. ამასთან, მაქსიმუმს გავაკეთებთ კონტრაქტი გასაფორმებლად ნიკოლოზ ცქიტიშვილთან, რომელიც გასულ კვირას “ლოს ანჟელეს კლიპერსმა” გაანთავისუფლა. ის ძლიერი მოთამაშეა, რომელთან ერთად მუშაობაც ძალიან გვსურს. ამგვარი შენაძენი მთელს სურათს შეცვლიდა”, - აღნიშნა დათიკაშვილმა.
“ვითას” პრეზიდენტისვე განცხადებით, კლუბი ეცდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან გამონაკლისის სახით, საქართველოს სუპერლიგაში თამაშის უფლება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამორიცხული არაა, პირველ ლიგაში ასპარეზობას დასთანხმდეს.