ფეხბურთი

0:35 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროშესარჩევის ისტორიაში პირველად: ესპანეთს ძირითად შემადგენლობაში “რეალის” ფეხბურთელი არ ჰყავს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არცერთი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი დააყენა. “სამეფო გუნდის” ფეხბურთელი “ფურია როხას” ძირითადში ევროშესარჩევის ისტორიაში პირველად ვერ მოხვდა.

ლუქსემბურგთან მატჩი შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიწყეს: კასილიასი, პიკე, ბარტრა, ხუანფრანი, ალბა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, კასორლა, სილვა, მორატა, პედრო.

22 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ისტორიაში ესპანეთის ნაკრების სასტარტო 11 ფეხბურთელს შორის “რეალის” წარმომადგენელი ვერ მოხვდა. მაშინ “ფურია როხამ” დანიასთან 0:1 წააგო.

მსგავსი ფაქტი განმეორდა 2009 წლის 20 ივნისს კონფედერაციის თასზე, სადაც ესპანეთმა სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა.

0.117007