ფეხბურთი

0:08 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს სილვა და მორატა დაუშავდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებi ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევროშესარჩევი ეტაპის მეცხრე ტურის მატჩს მართავს. შეხვედრის პირველ ნახევარში "ფურია როხას" ალვარო მორატა და დავიდ სილვა დაუშავდა.

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მარჯვენა ფეხის დაზიანება მიიღო და ექიმების დახმარებით მოედნიდან მე-11-ე წუთზე გავიდა. ვისენტე დელ ბოსკემ მის ნაცვლად ხუან მატა შეიყვანა.

სილვას გასვლიდან 22 წუთში ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი წვივის დაზიანების გამო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ალვარო საავადმყოფოში გამოსაკვლევად გადაიყვანეს. ესპანელმა სპეციალისტმა მორატა პაკო ალკასერით შეცვალა.

0.146591