ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი 20 ოქტომბერს ციურიხში საგანგებო შეხვედრას გამართავს. კომიტეტს შეხვედრა დეკემბრამდე არ უნდა ჩაეტარებინა.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფიფას ეთიკის კომიტეტმა ზეპ ბლატერს და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის კორუფციული სკანდალის გამო უფლება-მოვალეობა 90 დღით შეუჩერა.
ბლატერმა პლატინის 2 მილიონი ევრო გადაურიცხა. შვეიცარიელი და ფრანგი აღნიშნულ ფაქტს აღიარებენ, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობენ. შვეიცარიელმა ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.