ფეხბურთი

21:37 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდი” ელერდაისმა ჩაიბარა

“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბს მომდევნო ორი წლის განმავლობაში სემ ელერდაისი უთავკაცებს. 60 წლის სპეციალისტი გუნდში დიკ ადვოკაატს ჩაანაცვლებს.

სემი წლების განმავლობაში “ბლექპულს”, “ნოთსის”, “ბოლტონს”, “ნიუკასლს”, “ბლექბერნს” და “ვესტ ჰემს” წვრთნიდა.

ამჟამად “შავი კატები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში რვა ტურის შემდეგ სამი ქულით მე-19-ე ადგილზე იმყოფებიან.

0.127284