ფეხბურთი

23:01 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ბერარდით დაინტერესდა

calciomercato-ს ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალი მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის პირველი სამიზნე იტალიის ეროვნული ნაკრების და “სასუოლოს” თავდამსხმელი დომენიკო ბერარდია.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მერსისაიდელები” 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან, ჯერჯერობით კი უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ბერარდიმ 6 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელი ანტონიო კონტემ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოიძახა. “იუვენტუსს” დომენიკოს გამოსყიდვის უფლება აქვს დატოვებული, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ამოქმედდება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 17.5 მილიონი ევროა.

0.115688