BBC-ის ინფორმაციით, ფიფას პრეზიდენტობიდან დროებით ჩამოშორებულმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
შვეიცარიის სასამართლომ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზეპს 90 დღით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება აეკრძალა.
შვეიცარიელმა მიშელ პლატინის 2 მილიონი ევრო გადაურიცხა და ამის გამო ბლატერთან ერთად ფიფამ პოსტი ფრანგსაც დაატოვება. ორივე საფეხბურთო ჩინოვნიკი გადარიცხვას კი აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს.