ინგლისის ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორი მატჩის მოგების შემთხვევაში იმ გუნდებს შეუერთდება, რომელთაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა მატჩი მოუგიათ.
აქამდე აღნიშნული შედეგი ჩეხეთს, ესპანეთს, გერმანიას და საფრანგეთს (ორჯერ) დაუფიქსირებიათ.
“სამი ლომი” 9 სექტემბერს “უემბლიზე” ესტონეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში ლიტვასთან სტუმრად გაარკვევს ურთიერთობას. ორივე მატჩში აშკარა ფავორიტად ინგლისი სახელდება.
სანამ ინგლისი 100%-იანთა კლუბის წევრი გახდება, გავიხსენოთ თუ რომელმა გუნდებმა შეძლეს ჯგუფში ყველა მატჩის მოგება.
საფრანგეთი - ევრო-1992
8 მატჩი, 8 მოგება, 20 გატანილი გოლი, 6 გაშვებული, ბურთების სხვაობა +14
ჩეხეთი – ევრო-2000
10 მატჩი, 10 მოგება, 25 გატანილი გოლი, 5 გაშვებული, ბურთების სხვაობა +21
საფრანგეთი – ევრო-2014
8 მატჩი, 8 მოგება, 29 გატანილი გოლი, 2 გაშვებული, ბურთების სხვაობა +27
გერმანია – ევრო-2012
10 მატჩი, 10 მოგება, 34 გატანილი გოლი, 7 გაშვებული, ბურთების სხვაობა +27
ესპანეთი – ევრო-2012
8 მატჩი, 8 მოგება, 26 გატანილი გოლი, 6 გაშვებული, ბურთების სხვაობა +20