საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი გიბრალტართან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ნუკრი ასევე გერმანიასთან გასამართ დაპირისპირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველანი ძალიან მოტივირებულნი არიან.
- შეაფასეთ თამაში
- ჩვენთან უკვე ყალიბდება სისტემა, რომლითაც უნდა ვითამაშოთ დალაგებული ფეხბურთი, რასაც კახა ითხოვს და გიბრალტარიც ამ სისტემამ დაამარცხა. ყველაზე კარგი ისაა, რომ საკმაოდ ლამაზი ფეხბურთით შევძელით გამარჯვების მოპოვება.
- რა განწყობით ხვდებით გერმანიასთან მატჩს?
- გერმანიასთან განწყობაზე ზედმეტია საუბარი. თავისთავად, ყველანი ძალიან მოტივირებულნი ვართ. ყველასთვის საინტერესოა ასეთი თამაში.
- რატომ არ იყავი ბოლო მატჩებში “მორდოვიას” ძირითადში?
- ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. “ცსკასთან” 6:4 წავაგეთ და მწვრთნელმა დასვენების საშუალება მომცა.