ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა იტალიელი მეკარე მარკო ამელია დაიმატა. 33 წლის კარის დარაჯმა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ, “ჩელსის” ძირითადი მეკარე ასმი ბეგოვიჩი გახდა. მარკო ბოსნიელის შემცვლელი იქნება. “მილანის” ყოფილი მეკარე ბოლოს “პერუჯას” ღირსებას იცავდა.