ჩინეთში მიმდინარე Chinaopen-ის მერვედფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩჟანი 6:2, 6:1 გაანადგურა. ნოლემ მეტოქე 4-ჯერ დააბრეიკა. შეხვედრა 55 წუთს გაგრძელდა.
მეოთხედფინალაში ჯოკოვიჩი ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება.
Chinaopen-ის საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.