ფეხბურთი

0:30 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო იტალიის ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერია

იტალიის ეროვნული ნაკრების და “ტორონტოს” თავდამსხმელმა სებასტიან ჯოვინკომ უეფას ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ “სკუადრა აძურას” რიგებში დაბრუნებით ბედნიერია.

“ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის გამოწვევაა და დარწმნებული ვარ ყველაფერი კარგად გამომივა.” – განაცხადა იტალიელმა.

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ ფეხბურთელს MLS-ში “ტორონტოს” მაისურით 21 გატანილი გოლი დაუგროვდა. ჯოვინკომ იტალიის ნაკრების რიგებში ბოლოს 2014 წლის 18 ნოემბერს ალბანეთთან მატჩში იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111121