Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” მეკარემ კევინ ტრაპმა ვარჯიშზე ბარძაყის მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხანი გამოაკლდება. ჯერჯერობით უცნობია გერმანელის რეაბლიტაციის პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდება.
25 წლის მეკარე პსჟ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში “აინტრახტიდან” გადავიდა. გერმანელი ფრანგული გრანდის ძირითადი მეკარე გახდა და მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. კევინის გამოჯანმრთელებამდე პსჟ-ს კარს სალვატორე სირიგუ დაიცავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ ტრაპმა ბორდოსთან ისეთები იკისრა იმის მერე არ უნდა გაეკარებინა ძირითადისთვის ბლანს.
არადა სირიგუ ტრაპთან შედარებით ლევ იაშინია
100%