რაგბი

15:31 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

“ბორჯღალოსნებმა” 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში ნამიბია უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს და ტურნირამდე დასახული ამოცანაც წარმატებით შეასრულეს – ორი თამაში მოიგეს და 2019 წლის მსოფლიო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

დიდი ალბათობით, “ბორჯღალოსნები” ჯგუფში მესამე ადგილს აღარ დაკარგავენ და იაპონიის საგზურს 4 წლით ადრე მიიღებენ, მაგრამ ოფიციალურად, ეს 9 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს, როდესაც ახალი ზელანდია ტონგას ეთამაშება და ამ მატჩში ტონგელებმა “ოლ ბლექსთან” 2 ქულის აღება ვერ უნდა მოახერხონ.

გასული მატჩის წინ ერთი ამბავიც შევიტყვეთ. სანამ გუნდები მოედანზე გავიდოდნენ, იქ საქართველოს ნაკრების ბურჯი დავით ზირაქაშვილი გამოცხადდა და ეროვნულ გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა – მან “ბორჯღალოსნების” კვართი 53 შეხვედრაში მოირგო, გულშემატკივარს უამრავი ლამაზი მომენტი და ლელო აჩუქა და თავიც ძლიერ შეაყვარა.

ბოლო სანაკრებო თამაშის კვალად, ზირაქაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “ქართულ რაგბს ნამდვილად ჰყავს ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ბევრი კარგი კანდიდატი, რომლებიც ჩემს ადგილს დაიკავებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის სევდისმომგვრელია, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი, და გადაწყვეტა იოლი არ იყო, მაგრამ რაგბის გარდა არსებობს სხვა ცხოვრებაც, სადაც მყავს ოჯახი, რომელსაც ვჭირდები”.

0.17262