ფეხბურთი

15:06 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი და პლატინი გადააყენეს

ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტლებით მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი 90 დღით პრეზიდენტობიდან გადაყენებულია. შვეიცარიის პროკურატურამ 79 წლის შვეიცარიელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიების ობიექტურად ჩასატარებლად ფიფას პრეზიდენტის თანამდებობიდან დროებით ჩამოშორება გახდა აუცილებელი.

რამდენიმე დღის წინ ბლატერი აცხადებდა, რომ არ გადადგებოდა და სამართალდამცავებთან პრეზიდენტის რანგში ითანამშრომლებდა. მას ბრალს უეფას თავკაც მიშელ პლატინისთვის გადარიცხულ 2 მილიონ ფრანკზეც სდებენ. ბლატერი ამტკიცებს, რომ ფრანგ ფუნქციონერს თანხა კანონის სრული დაცვით, შესრულებული სამუშაოს საფასურად გადაუხადა. ამავე პოზიციაზეა პლატინიც, რომელმაც შვეიცარიის პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა ასევე 90 დღით პოსტი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც დაატოვებინა.

0.112137