ურეკში მიმდინარე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში განასაკუთრებით დიდ ინტერესს ორი მატჩი იწვევდა: საკლუბო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულის - აჭარული'ნონა'-ს შეხვედრა ტრადიციულად ძლიერ დედაქალაქის გუნდთან და ტურნირის ლიდერის ‘რუსთავი’-ს დაპირისპირება ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ იმერეთის ‘ქუთაისთან’.
საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას და ბრაზილიელი ლეგიონერის ალექსანდრ ფიერის დაპირისპირება. თეთრებით მოთამაშე ფიერმა მეტოქეს ორი პაიკი შეწირა დებიუტშივე და საკმაოდ ძლიერ ინიციატივიასაც დაეუფლა. ხოლო, შემდეგში მეფეზე განხორციელებული თამამი შეტევით ტიტულოვან მეტოქეს ფარ-ხმალიც დააყრევინა.
გუნდის ლიდერის მარცხი გადამწყვეტი აღმოჩნდა თბილისის გუნდისათვის და მათ ბათუმის ‘ნონასთან’ მატჩის დათმობა მოუწიათ მინიმალური ანგარიშით: 2,5:3,5.
ასევე, მინიმალური ანგარიშით მოიგო პრინციპული მატჩი ქვემო ქართლის ‘რუსთავმა’ - იმერეთის ‘ქუთაისთან’. გუნდის გამარჯვებაში ‘ლომის წილი’ ლეგიონერებმა, 20 -წლამდე ასაკის კატეგორიაში მოასპარეზე: ოლექსანდრ ბორტნიკმა და ნასტასია ზიაზულკინამ შეიტანეს. აღსანიშნავია, მეორე დაფაზე მოთამაშე ლუკა პაიჭაძის დახვეწილი, ტექნიკური თამაში გიგა ყუფარაძესთან პარტიაში. რუსთაველმა დიდოსტატმა მეტოქე შავი ფიგურებით თანაბარ ენდშპილში გადაითამაშა.
ყოველგვარი შანსის გარეშე, ‘მშრალი ანგარიშით’ 6 : 0 დაამარცხა მასპინძელთა გუნდი ‘გურია’ - სამეგრელოს ‘სამეგრელომ’.
ასევე, დიდი ანგარიშით - 5:1 მოუგეს კახელებმა რაჭა-ლეჩხუმის ‘ამბროლაურს’.
სატურნირო მდგომარეობა:
- ‘სამეგრელო’ – 6 (15) ქულა
2. ‘ნონა’ - 6 (14) ქულა
- ‘რუსთავი’ – 5 (11)
- ‘კახეთი’ – 3 (10,5)
- ‘თბილისი - 2 (9)
- ‘ქუთაისი’ – 2 (8,5)
7.’გურია’ - 0 (2)
- ‘ამბროლაური’ – 0 (2)
პირად დაფებზე მაქსიმალური ქულები დააგროვეს:
I დაფა - ალექსანდრ ფიერი (ნონა);
II დაფა - ვიტალი სივუკმა (სამეგრელო);
III დაფა - დავით მაღალაშვილი (ნონა);
V დაფა (ჭაუკთა) - მაქსიმ ჩიგაევი (სამეგრელო) და ოლექსანდრ ბორტნიკი (რუსთავი) .
მომდევნო, მეოთხე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
‘თბილისი’ - ‘იმერეთი’
‘ამბროლაური’ - ‘რუსთავი’
‘გურია’ – ‘კახეთი’
‘ნონა’ – ‘სამეგრელო’.
www.gcf.org.ge