რაგბი

0:14 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯ ქლენზი და ნამიბია საქართველოს ამარცხებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნამიბიასთან პირველი ტაიმის შემდეგ 0:6 მარცხდება და ეს მატჩის რეფერის, ირლანდიელი ჯორჯ ქლენზის კისერზეა.

მან ჯერ სანდრო თოდუას ლელო გააუქმა, მერე ნამიბიელები 5-მეტრა შერკინებაში ზედიზედ სამჯერ დაჯარიმებისთვის საჯარიმო ლელოთი არ დასაჯა და ბოლო მამუკა გორგოძეზე წინპასი დაინახა და ვიტო კოლელიშვილის ლელო გააუქმა.

თამაში სრულად ქართველთა კარნახით მიდის, “ბორჯღალოსნები” კარგად შლიან თამაშს და ჯარიმებს კარში არ ურტყამენ, რადგან უდიდესი უპირატესობა აქვთ, მაგრამ... ნამიბიამ ორი შანსი მიიღო, ორივე ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 6:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის აფრიკელები 13 კაცით იწყებენ, რადგან ორი - ძირითადი და სათადარიგო მარჯვენა ბურჯი ყავთ გასინბინებული. ქართველთა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ სინბინი უკვე მოიხადა. პირველი ტაიმი 10 წუთით მეტი, 50 წუთი გაგრძელდა.

0.137009