ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირებზე დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ ქართველი ჩოგბურთელები.
ვაჟთა 10-ათასიან შეჯიბრზე მე-2 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახი არსან არაშოვი 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში რუს ტიმურ კიუამოვს ეთამაშება.
მე-2 წრეშია გიორგი ცივაძეც, რომელმაც უზბეკ ოდილ აკრამოვს 6:4, 6:4 მოუგო. მისი შემდეგი მეტოქე მე-3 რეიტინგის მქონე რუსი ივან გახოვია.
წყვილებში მეტრეველმა და ხსენებულმა გახოვმა რუსები კიუამოვი და რაზმაიტოვი 7:5, 3:6, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ყაზახ აიაპს და უზბეკ ცოის დაუპირისპირდებიან.
თავის მხრივ ცივაძემ და ბელარუსმა იაციკმა რუსი ფილენკოვი და უზბეკი საიტმუხამედოვი დაჯაბნეს – 7:6 (7:4), 6:0 და ნახევარფინალის საგზურს უზბეკებს – ფაიზიევს და კარიმოვს შეეცილებიან.
ქალთა 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში არიან გასულნი სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.
მე-2 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ყაზახი კამილა ბოლატოვა 6:3, 6:0 დაამარცხა და რუს ალინა ზოლოტარევასთან თამაში ელის.
უზბეკ პოლინა მერენკოვას გაეჯიბრება მე-3 რეიტინგის მქონე გორგოძე, რომელმაც ყაზახ დანელ აშიროვას აჯობა – 6:0, 6:1.
წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუსებს – იაკოვლევას და შარიფოვას 6:3, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში ძალებს ინდოელ ეასვარამურტისთან და მოლდოველ სოსნოვიჩთან მოსინჯავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოსალოცია
როგორც გურულები იტყვიან ერთი "აბდრული" უნდა ვთქვა ამ ჩუენსუსათვის ხომ არ მიგვეცა საქართველოს მოქალაქეობა როგორც ვუYურებ მაგნაირი მარჯვენა მცველი ჩვენს ნაკრებს არ ყავს შეტავაში კარგად მიდის დაცვაში კაცი ვერ გაექცევა, ფიზიკაშიც კარგია და ტექნიკურიცაა.
კაი იქნება მარა რასისტები არიან ბლომად...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
Aba guriasgan chikhura 6 quliania eqvseulshiii.vis visi vali aq vegar gaigeb.win mouxedavat gavrbivart ukan.wina turshi supertasis vali(1-5)iqna gastumrebuli da a.sh.
გპირდები რომ ჩიხურა გურიასგან ლანჩხუთიდან ქულას ვერ წაიგებს და არ გინდა ეს ჭორიკნული საუბარიი )))
ვახ ვახ რამდენი ხალხიაა დინამოსთან ან თუნდაც ზესტასთან რამდენი მივააა
)
ლანჩხუთლებმა გადარია მთელი დუნიაა )))