საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდი ორშაბათს არასრული შემადგენლობით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშა. ლეგიონერთა უმრავლესობა ნაკრებს დღეს შეუერთდება.
ქართველი ფეხბურთელები 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებენ, 11 ოქტომბერს კი ტურნირის დასკვნით მატჩს ლაიფციგში Red Bull არენაზე გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
კახა ცხადაძე მომავალ შეხვედრებში 23 ფეხბურთელს დაეყრდნობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო)
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)
საქართველოს ნაკრები გიბრალტართან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს "დინამო არენაზე" 7 ოქტომბერს, 19:30 საათზე ჩაატარებს, მანამდე, 19:00 საათზე კახა ცხადაძის პრესკონფერენცია გაიმართება, 17:15 საათზე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სტუმრები გამოცხადდებიან, 18:00 საათიდან კი მათი ვარჯიშია დაგეგმილი.
საქართველო-გიბრალტარის მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ - ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gff.ge/tickets), ასევე "დინამო არენას" სალაროებში, ფასი 5 და 10 ლარია.