გიორგი ჭანტურიას გერმანულ “დუისბურგში” ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. 22 წლის შემტევმა” “ზებრებს” II ბუნდესლიგის მეათე ტურში პირველი გამარჯვება მოუტანა. გიორგი “პადერბორნთან” მატჩში მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0 (VIDEO). 71-ე წუთზე კი ჭანტურიამ ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. მასპინძელთა შორის კიდევ ერთი ქართველი, ლაშა დვალი მთელი თამაშის განმავლობაში თადარიგში დარჩა. “დუისბურგი” 5 ქულით ჯერჯერობით ისევ ბოლო ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურის დასკნით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა “აპოელმა” სტუმრად “ენოსისი” 5:0 გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა. ნიქოზიელები 6 თამაშში დაგროვილი 16 ქულით პირველ-მეორე ადგილს ლარნაკას “აეკთან” ერთად ინაწილებენ.