წინასასეზონო მატჩში “ლეიკერსი შინ “ტორონტოსთან” 71:90 დაამარცხა. დიდხნიანი უთამაშებლობის შემდეგ პარკეტს “ლეიკერსის” ლეგენდა კობი ბრაიანტი დაუბრუნდა. კობიმ 12 წუთში გუნდს 5 ქულა შესძინა. მატჩისშემდეგ ბრაიანტმა თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
“პარკეტზე თავს კარგად ვგრძნობდი. ეს იყო დიდებული დაბრუნება. ახლა მჭირდება დრო, რომ აკლიმატიზაცია გავიარო” – განაცხადა ბრაიანტმა.
განვლილ სეზონში კობიმ ტრავმის გამო სეზონის ნახევარზე მეტი გამოტოვა.