ფეხბურთი

10:42 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ კაკა ნაკრებში გამოიძახა

ბრაზილიელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 2 შესარჩევი მატჩისთვის სელესაოს შემადგენლობაში ამჟამად „ორლანდო სიტის“ წევრ კაკას უხმო. პენტაკამპეონები 5 ოქტომბერს ჩილეს, 10-ში კი ვენესუელას ნეიმარის გარეშე დაუპირისპირდებიან. ბარსელონელი წლევანდელ კოპა ამერიკაზე მინდვრიდან გააძევეს და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბრაზილიელთაგან საუკეთესო გოლეადორი “მილანის” და მადრიდის "რეალის" ექსწევრი კაკაა (30).

ბრაზილიელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), მარსელო გროე (“გრემიო”), ალისონი (“ინტერნასიონალი”);

მცველები: დანი ალვეში („ბარსელონა“), დავიდ ლუიზი, მარკინიოსი (ორივე პსჟ), მირანდა (“ინტერი”), ჟილი (“კორინთიანსი”), ფაბინიო (“მონაკო”), რაფინია (“ბაიერნი”), ფელიპე ლუიში (“ატლეტიკო”), მარსელო (“რეალი”);

ნახევარმცველები: ლუიშ გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), ელიასი, რენატო აუგუშტო (ორივე “კორინთიანსი”), ლუკაშ ლიმა (“სანტოსი”), ვილიანი, ოსკარი (ორივე “ჩელსი”), კაკა (“ორლანდო სიტი”);

თავდამსხმელები: რიკარდო ოლივეირა (“სანტოსი”), ჰალკი (“ზენიტი”), ლუკას მოურა (პსჟ), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114185