ფეხბურთი

13:44 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ რჩეულებს უხმო, ბერარდი დებიუტის მოლოდინშია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროშესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება “სასუოლოს” თავდამსხმელ დომენიკო ბარარდის. კონტემ ნაკრებში ფაბიო კუალიარელა და სებასტიან ჯიოვინკო დააბრუნა. “ტორინოს” თავდამსხმელი 2014 წლის შემდეგ “სკუადრა აძურას”რიგებში არ გამოჩენილა. ნაკრების მაისურით მოედანზე კი ბოლოს 2010 წელს ითამაშა.

დანიელე დე როსი დისკვალიფიკაციის გამო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მარიო ბალოტელის ტრავმა აწუხებს და მისი ნაკრებში დაბრუნება გადაიდო.

იტალია 10 ოქტომბერს სტუმრად აზერბაიჯანთან იასპარეზებს, ხოლო სამ დღეში “სტადიო ოლიმპიკოზე” ნორვეგიას დაუხვდება.

ანტონიო კონტეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), დანიელე პადელი (“ტორინო”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (სამივე “იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მატია დე შილიო (“მილანი”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ანდრეა რანოკია, დავიდე სანტონი (ორივე “ინტერი”).

ნახევარმცველები: ანდრეა ბერტოლაჩი, რიკარდო მონტოლივო (ორივე “მილანი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), ანდრეა პირლო (“ნიუ იორკ სიტი”, აშშ), რობერტო სორიანო (“სამპდორია”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ედერი (“სამპდორია”), შტეფან ელ შაარავი (“მონაკო”), სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), რაციანო პელე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ფაბიო კუალიარელა (“ტორინო”), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118772