ფეხბურთი

19:47 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე: “პოლონეთის ნაკრებს მძიმე ბრძოლა ელის”

ნიკა ძალამიძემ, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს, ინტერნეტპორტალ eurosport.onet.pl-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოლონელებს თბილისში ქულებისთვის მძიმე ბრძოლა ელით.

“პოლონეთის ნაკრებს მძიმე ბრძოლა ელის, რადგან სახლში ვთამაშობთ. ფეხბურთი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. გვსურს გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ თამაში და მოგება შეგვიძლია. პოლონეთი ძლიერი გუნდია, რასაც გერმანიასთან ნაჩვენები შედეგი მოწმობს, რადგან მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება იოლი არაა. გულშემატკივრებს შორის მამაჩემიც იქნება, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ის მატჩს მოუთმენლად ელის.

ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს მის შემადგენლობაში ორი წლის წინ ვითამაშე, ვიდრე ტრავმას მივიღებდი. მსურს თავიდანვე ვითამაშო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. მწვრთნელი ქეცბაია ვარჯიშებზე დაგვაკვირდება და გადაწყვეტს ვინ უკეთესადაა მზად” – თქვა ძალამიძემ.

0.135996