ალბათ ძალიან ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფეხბურთი სამართლიანი სპორტია და მატჩისას წარმატების მიღწევა ყველას თანაბრად ხელეწიფება. ამ შეხედულების სიმცდარეს, თუნდაც მასპინძლის ფენომენი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი უსამართლობები ადასტურებს.
სპორტის რომელის სახეობაც არ უნდა აიღოთ, ყველგან მასპინძელ გუნდსა და სპორტსმენს აქვს გარკვეული უპირატესობა. რა ტიპისაა ეს უპირატესობა? პირველი ის, რომ მასპინძელი არ იცვლის ცხოვრების წესს, ცხოვრობს იმ წესით, იმ საჭმელს ჭამს, იმ ჰაერს სუნთქავს და იმ ადამიანებთან ურთიერთობს, რომელიც არანაირად მას დისკომფორტს არ უქმნის. რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ყველა ადამიანი თავს ყველაზე კარგად გრძნობს სახლში. ევროპაში როცა მიგრაციის თავისუფლება გაჩნდა, ყველა წავიდა იქ, სადაც თავს უკეთ გრძნობს. როცა გერმანიის, ინგლისის, ჰოლანდიის და პაკისტანის საფეხბურთო ნაკრებიც კი სახლში თამაშობენ, მათ აქვთ ეს უპირატესობა. ყველა სტადიონზე მასპინძელთა გულშემატკივარი აჭარბებს მოწინააღმდეგეთა გულშემატკივარს. მედია განწყობილია განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ნაციონალური გუნდი ხარ. შენ, როგორც მასპინძელი, აუცილებლად აღმოჩნდები ყურადღების ცენტრში არა მარტო მთელი ნაციის, არამედ პრეზიდენტები და კანცლერები იწყებენ შენს თამაშზე სიარულს, მათ შეიძლება ცხოვრებაში ათასი წელი ფეხბურთი არ აინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკურად გასაგებია რომ საინტერესოა.
ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მასპინძლების მიმართ მსაჯები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილნი არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ყვითელი ბარათი, 100-დან 100 შემთხვევაში რომ მიიღებს სტუმარი, 100-დან 80 შემთხვევაში მიიღებს მასპინძელი. ბოლოსდაბოლოს ადამიანია მსაჯიც. 100 ათასი გერმანელის თვალწინ მაინცდამაინც გერმანელის კვლას ვერ დაიწყებს. ამიტომ მიკერძოეული მასპინძლის წინააღმდეგ ვერ იქნება ვერასოდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ სხვა არის. მასპინძელი ბიოლოგიურადაა ჩაწერილი ამ გარემოში. თუ გინდა 10 წელი ითამაშე უცხოურ კლუბში, გერმანელი რომ ხარ და გერმანიაში თამაშობ, ის არის გარემო, სადაც შენთვის საუკეთესოა, იმიტომ რომ მრავალი წელი შენმა წინაპარმა თავისი გენეტიკა შეუწყო მაინცდამაინც ამას.
ენა და ფეხბურთის ცოდნა ხომ სხვადასხვა რამ არის, ენა არ გადადის გენეტიკურად. ქართველი ბავშვი თუ იაპონიაში დაიბადება ილაპარაკებს იაპონურად, არ ექნება იაპონელს მასთან უპირატესობა, მაგრამ როდესაც იაპონელი ბავშვი ჩამოვა საქართველოში და შეჭამს ცხარე საჭმელს, იაპონელი მოკვდება, იმიტომ რომ მას ეს გენეტიკურად აქვს გადაცემული. ზუსტად ასე, გერმანიაში როგორ უნდა ითამაშო ფეხი როგორ მოძრაობს, მინდორი როგორია და სხვა ეს იმდენად ღრმად ახლოს არის სახუთრივ გერმანელთან, რომ ვერაფრით ვერ იქნება ასე სხვასთან. გაირკვევა, რომ ვიღაცისთვის მინდორი ისეთი არ არის, როგორიც სურდა, ვიღაცისთვის ბურთი არ არის სასურველი. მასპინძელისთვის კი ყველაფერი კარგია..
ძალიან ბევრად უნდა აღემატო რომ მოუგო მასპინძელს. სხვათა შორის იტალიელები კარგად ზომავენ საკუთარ ძალებს და იციან რომელ თამაშში რამდენი პროცენტით უნდა დაიხარჯონ. ეს ამართლებს ხშირ შემთხვევაში. ხშირად გერმანიაც კი არ არის იტალიასავით რაციონალური. თანაბარ პირობებში მასპინძელი იგებს, მაგრამ უპირატესობა იმხელა არაა, რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში თუ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი, აუცილებლად ჩვენ გავხდებით ჩემპიონები. თუმცა, ოცნებებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ...