ფეხბურთი

23:21 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო – პრემიერლიგის მეხუთე პენტა-ტრიკის ავტორი

“მანჩესტერ სიტის” შემტევმა სერხიო აგუერომ “ნიუკასლთან” მოგებულ (6:1) პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩში პენტა-ტრიკი შეასრულა და პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა.

ბბც-ის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონატში ერთ მატჩში ხუთი გოლი აქამდე ალან შირერს, დიმიტარ ბერბატოვს, ენდი კოულის და ჯერმეინ დეფოს გაუტანიათ. არგენტინელს პრემიერლიგაში 84 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ შედეგით კარლოს ტევესს და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

“ნიუკასლთან” დაპირისპირებაში აგუერომ თავი 42-ე, 49-ე, 50-ე მე-60 და 62-ე წუთებზე გამოიჩინა.

0.133687