საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. “ჰოლიდეი ინნ”-ში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად 18-მა დელეგატმა მხარი ლევან კობიაშვილს დაუჭირა, ხოლო რევაზ არველაძემ 15 ხმა მიიღო.
კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნებში ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძოდნენ.