საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ერთი კვირის შემდეგ სათავეში ისევ თბილისის "დინამო" ჩაუდგა. გია გეგუჩაძის გუნდმა შინ ბათუმის "დინამო" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად დაამარცხა.
პირველმა ტაიმმა მეტად მოსაწყენ ტემში ჩაიარა და გუნდებს შეტევების ორგანიზება უძნელდებოადათ. მართალია, საერთო სურათი არც მეორე 45 წუთში შეცვლილა, მაგრამ მასპინძლები უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, რამაც შედეგი 73-ე წუთზე გამოიღო. მეტოქის საჯარიმოში "დინამო" გატანას ერთ ეპიზოდში ორჯერ ცდილობდა, მაგრამ თითქოს, ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არაფრით უნდოდა, მაგრამ მესამე ცდაზე ოთარ კიტეიშვილმა მას მაინც კარში მიუჩინა ადგილი და როგორც, შემდგომ გაირკვა მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა.
ამ მოგებით თბილისის "დინამომ" 18 ქულა დააგროვა და გათამაშებას ისევ ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, ხოლო მის მოსახელე ბათუმელებს კვლავაც 9 ქულა დარჩათ. უმაღლესი ლიგა სანაკრებო ფანჯრის გამო ორი კვირის შემდეგ განახლდება. მე-8 ტურში მთავარი მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც "ტორპედო" ჩემპიონატის ლიდერს დაუხვდება.
დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)
თბილისი, "დინამო არენა"
დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ტვილდიანი (ჭელიძე 90), რენე, გველესიანი, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), ქვილითაია (არაბული 69)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო ბთ: ალავიძე, სუხიაშვილი, ქათამაძე, მახარაძე, გოგიტიძე, მგელაძე, შონია (ვარშანიძე 20), დიასამიძე (ლუის ალბერტუ 56), ქავთარაძე, ჩირიკაშვილი (აბუსელიძე 80), ბერიაშვილი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გოლი: 1:0 კიტეიშვილი (73)
მსაჯი: ლ. სილაგავა