რაგბი

20:05 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დისციპლინა წარმატების საწინდარია

იაპონიის ნაკრებმა მიზნისკენ - ამ მსოფლიო თასზე სამი თამაშის მოგებისკენ, მეორე ნაბიჯი გადადგა. სამხრეთ აფრიკის მოულოდნელი ძლევისა და შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ, იაპონელებმა სამოასთან ორგანიზებულად ითამაშეს, მეტოქის უდისციპლინობით ისარგებლეს, თავად ჩვეული დისციპლინით გამოირჩნენ და 26:5 იმარჯვეს.

სამოელები ამ მატჩში 17-ჯერ დაჯარიმდნენ, იაპონელები მხოლოდ 4-ჯერ. გარდა დისციპლინისა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ზემოთნახსენები ორგანიზებულობა, რაშიც იაპონია მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხოლო სამოამ ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი და ძველ დიდებას და რეიტინგს თუ არ შევხედავთ, გამარჯვება უფრო ძლიერ გუნდს დარჩა.

პირველი ლელო მე-6 წუთზე უნდა გასულიყო, როდესაც იაპონიამ მარცხენა ფლანგზე კარგი შეტევა გაშალა და აიუმუ გორომარუ ლელოში შევიდა, მაგრამ რეფერიმ არც გადაამოწმა ისე, ბოლო პასი წინ იყოო და გორომარუს ლელო გაუუქმა. მაგიერად მას კარის წინ ჯარიმა უბოძა და გორომარუმ 5-ის ნაცვლად 3 ქულა ჩაიწერა. მე-12 წუთზე გორომარუმ ჯარიმა ააცილა, მაგრამ მალევე ტელე-რეფმა სამოელისგან უხეში ბოჭვა შენიშნა, რაც დადასტურდა და ფაიფილი ლევავე სინბინში წავიდა. “სამყურებმა” ლელოზე თამაში არჩიეს და მეორე ჯარიმაც აუტში გადაიტანეს, მაგრამ მშრალზე დარჩნენ.

სამოამ საფრთხე თითქოს განმუხტა, თუმცა, ფეხით გადაკიდებულ ბურთს საკარია ტაულაფო მიჰყვა, მეტოქე ჰაერში შებოჭვა და ისიც სინბინის გზას დაადგა. ზღვისრეთელებს 13 კაცის ამარა 7 წუთი ჰქონდათ სათამაშო და მეტოქის დარტყმებს წითელ ზოლში გაუძლეს, მაგრამ ისევ ჯარიმა, რომლის მაგივრად იაპონიამ შერკინება ირჩია, მეტოქე მაგრადაც დაჩაგრა და საჯარიმო ლელოთი დასაჩუქრდა, ხოლო გორომარუმ გარდასახვა შეასრულა - 10:0. სამოელთა შემადგენლობა კი შეივსო, მაგრამ იაპონიამ წამითაც არ დაკარგა უპირატესობა და გორომარუმ კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო შეტევისას, როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო, აზიელთა მორიგი კარგი, თანმიმდევრული შეტევა ფლანგზე ლელოთი დასრულდა - ბურთი აკიჰიტო იამადამ მიიღო, მბოჭავი ადგილზე ტრიალით ჩამოიცილა და ლელოში ალამთან შეხტა. ვიდეო რეფერიმ მას შარი ვერაფერში მოსდო,მარუმ რთული პოზიციიდან გარდასახა და ტაიმი 20:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სამოელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ იაპონიამ მალევე იგდო ხელთ თამაშის სადავეები, მეტოქეს უკან დაახევინა და გორომარუმ მორიგი ჯარიმა გამოიყენა. განახლდა თუ არა შეხვედრა, სამოამ პირველად შეუტია სახიფათოდ, მაგრამ იაპონიამ წითელ ზოლში თავი კარგად დაიცვა, ხოლო 58-ე წუთზე სამოა მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდა და გორომარუმ ანგარიში 26:0 გახადა. სამოელებმა ერთადერთი ლელო 64-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც იერიში საკუთარი 22-იდან წამოიწყეს და ის მარჯვენა ალამთან პოლ პერესმა დაასრულა, თუმცა გარდასახვა ძელმა აისხლიტა. და მაინც, დასკვნით წუთებშიც იაპონია დომინირებდა, გორომარუს ერთი ჯარიმაც გაუცუდდა, მერე სინბინით სამოელთა მესამე მორაგბეც დაისაჯა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და იაპონიამ 26:5 იმარჯვა.

ამრიგად, ფიჯის შემდეგ სამოა ოკეანეთის მეორე გუნდია, რომელიც ჯგუფში მესამე ადგილს ვეღარ შეწვდება, მათ გზას დიდი ალბათობით ტონგაც დაადგება და სამივე ამ გუნდს 2019 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად შესარჩევ ტურნირში მოუწევს ჩაბმა. ამ წუთებში ამავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას შორის და მის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული ის, შეძლებს თუ ვერა იაპონია მეოთხედფინალში გასვლას.

2015 წლის მსოფლიო თასი

ბ ჯგუფი

3 ოქტომბერი

სამოა - იაპონია 5:26 (0:20)

სამოა: 15. თიმ ნანაი-ვილიამსი, 14. ქენ პისი, 13. პოლ პერესი, 12. ჯონი ლეოტა, 11. ალესანა ტუილანგი, 10. ტუსი’ატა პისი, 9. ქაენ ფოტუალიჰი; 1. საკარია ტაულაფო, 2. ოლე ავეი, 3. სენსას ჯონსთონი, 4. ფილო პაულო, 5. ქეინ თომპსონი, 6. ოფისა ტრევირანუსი (კაპ.), 7. თი’ჯეი იოანე, 8. ფაიფილი ლევავე.

სათადარიგოები: 16. მოტუ მატუჰუ, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 19. ჯექ ლემი, 20. ვავაე ტუილანგი; 21. ვავაო აფემაი, 22. მაიქ სთენლი, 23. რეი ლილო.

1 ლელო: პერესი

2 სინბინი: ლევავე, ტაულაფო, პაულო

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. აკიჰიტო იამადა, 13. მალე საჰუ, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. კოტარო მაცუშიმა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. კეიტა ინაგაკი, 2. შოტა ჰორიე, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ლუქ თომპსონი, 5. ჰიტოში ონო, 6. მაიქლ ლიჩი (კაპ.), 7. მაიქლ ბროდჰერსთი, 8. რიუ “კოლინიასი” ჰოლანი.

სათადარიგოები: 16. ტაკეში კიზუ, 17. მასატაკა მიკამი, 18. ჰიროში იამაშიტა, 19. ჯასთინ ივზი, 20. ამანაკი ლელეი-მაფი, 21. ჰენდრიკ ტუი; 22. აცუში ჰივასა, 23. ქარნ ჰესქეთი.

2 ლელო: საჯარიმო, იამადა

2 გარდასახვა: გორომარუ

4 ჯარიმა: გორომარუ

შოტლანდია - სამხრეთ აფრიკა (19:45 თბ. დრ.)

შოტლანდია: 15. სთიუართ ჰოგი, 14. თომი სიმორი, 13. რიჩი ვერნონი, 12. მეთ სქოთი, 11. თიმ ფისერი, 10. დანქან ვიარი, 9. გრეიგ ლეიდლოუ (კაპ.); 1. გორდონ რიდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ვილემ ნელი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. ჯოშ სტრაუსი, 7. ბლერ ქოუანი, 8. დეივ დენთონი.

სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ალესდერ დიქინსონი, 18. ჯონ ველში, 19. თიმ სვინსონი, 20. რაიან ვილსონი; 21. სემ იდალგო-ქლაინი, 22. პითერ ჰორნი, 23. შონ ლამონთი.

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლერუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუ პრე (კაპ.); 1. ტენდაი “ბისთ” მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. იანი დიუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლოდევეიკ ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ფრანს მალჰერბე, 19. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

1.

შოტლანდია

2

2

0

0

84:26

10

2.

იაპონია

3

2

0

1

70:82

8

3.

სამხრეთ აფრიკა

2

1

0

1

78:40

7

4.

სამოა

3

1

0

2

36:88

4

5.

აშშ

2

0

0

2

32:64

0

0.184426