ფეხბურთი

10:49 | 3.10.2015 | ნანახია 1296 - ჯერ

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ

დღეს, 11:00 საათზე სასტურო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXIV საარჩევნო ყრილობა გაიმართება. საარჩევნო ყრილობის დელეგატები ამ წუთებში იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სასტუმროში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი - რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი.
როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა, იმისთვის, რომ ყრილობა შედგეს, საჭიროა ქვორუმის არსებობა, ანუ აუცილებელია, დელეგატთა რაოდენობა შეადგენდეს 50%+1-ს.
დიმტირი ბოკერიას თქმით, წესდება არ ითვალისწინებს, რომ რომელიმე დელეგატის არყოფნის გამო არჩევნები არ შედგეს.
ამასთან, ამ დრომდე დაკავებულია ერთ-ერთი დელეგატიო გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ ყრილობას ვერ დაესწრება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

interpressnews.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:03 | 03.10.2015
CR7NOLE (15561)

"მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს. ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე. მოვუწოდებ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ვარ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ფეხბურთის წინაშე", - განაცხადა არველაძემ.

11:13 | 03.10.2015
პინტურიჩიო10 (12662)

წარმატებები კობი დიდი იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებ

11:01 | 03.10.2015
barcelona1991 (4821)

იმედია კობიაშვილი იმარჯვებს,მაგრამ რამდენად სამართლიანად ჩატარდება ესაა საქმე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073477
სარეკლამო ადგილი - 99
X x X