მონაკოში გუშინ საღამოს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს 2015-16 წწ. ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი, ქართული ჭადრაკის ლიდერის, მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მესამე ნომრის, საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.
მონაწილეობენ:
- ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2671)
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი; 2578)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2573)
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2549)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2530)
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2528)
- პია კრამლინგი (შვედეთი; 2513)
- ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2500)
- ნატალია ჟუკოვა (უკრაინა; 2482)
- ნატალია პოგონინა (რუსეთი; 2445)
- ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2441)
- სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი; 2397)
ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 10 000 მოდის.
სათამაშო დღეებია: 3-6; 8-11; 13-15 ოქტომბერი; დასვენების დღეები: 7 და 12 ოქტომბერი.
მსოფლიო ქალთა გრან პრი - 2015-16 წელი
ტურნირები ევრაზიის შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
- მონტე კარლო (მონაკო) – 2-16 ოქტომბერი; 2015წ.
- კიში (ირანი) – თებერვალი, 2016 წელი.
- თბილისი (საქართველო) – მაისი, 2016 წელი.
- ჩენგდუ (ჩინეთი) – ივლისი, 2016 წელი.
გრან პრის ეტაპებში მონაწილეობენ:
მსოფლიოს ექსჩემპიონი და საჭადრაკო რეიტინგ-სიის ლიდერი ჰოუ იფანი (2671) და ცზიუ ვენძინი (2542; ორივე – ჩინეთი)
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (2528) და მისი და ანა მუზიჩუკი (2549; მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი; ორივე უკრაინა).
ორი ინდოელი: ჰამპი კონერუ (2585; მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი) და ჰარიკა დრონავალი (2509).
2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ნატალია პოგონინა (2460), ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2531, ორივე – რუსეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი პია კრამლინგი (2512, შვედეთი) და ქართული ჭადრაკის ლიდერი, მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-3 ნომერი ნანა ძაგნიძე (2573).
მსოფლიოს ექსჩემპიონები: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2526) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2500).
მასპინძელ ქვეყანათა ნომინანტები: ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2500), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2441), სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი; 2397).
თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია.
მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიდე იმის უფლებასაც იტოვებს, ასპარეზობის ადგილი და თარიღი შეცვალოს.
გრან პრის 3 ეტაპის ჯამში გამარჯვებული 2016 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გამართავს მატჩს პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის წოდებისათვის.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ მონაკოს გრან-პრის პირველ ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2482) ეთამაშება.