საქართველოს მორაბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას ღირსეულად ეომა და 10:43 დამარცხდა.
ანგარიში “ოლ ბლექსმა” ლელოთი მალევე გახსნა, მაგრამ მე-5 წუთზე მსოფლიო თასის დებიუტანტმა ბექა წიკლაურმა საპასუხო ლელო გაიტანა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, გიორგი ბეგაძისა და დავით კაჭარავას მიძალების შემდეგ ბექა წიკლაურმა ბურთს ფეხი ორჯერ გაკრა და მალაღურაძის გარდასახვით წონასწორობა აღდგა. ამაზე ზელანდიამ სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, მაგრამ ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
თამაში მეტოქის იერიშებით გაგრძელდა და ზელანდიელებმა შესვენებამდე კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მეხუთედ დაამიწეს ბურთი ქართველთა ჩათვლის მოედანში. ამის შემდეგ 72-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, რაც ქართველთა ბრძოლის დამსახურებაა, მერე კი, მეტოქემ კიდევ ორჯერ შეძლო ჩვენი ჩათვლის მოედანში შეღწევა და 43:10 იმარჯვა.
საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს. ის წლევანდელ მსოფლიო თასზე მეორედ (ტონგასთან და ახლა), ხოლო ჯამში მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან).
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
2 ოქტომბერი
კარდიფი. “მილენიუმი”. 75 000 მაყურებელი
ახალი ზელანდია - საქართველო 43:10 (22:10)
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმით, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმითი, 12. სონი-ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. თონი ვუდქოქი, 18. ოუენ ფრენქსი, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. თიჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.
7 ლელო: სავეა (3), ქოულზი, ნაჰოლო, რიდი, ფეკიტოა
4 გარდასახვა: ქართერი
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. კარლენ ასიეშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპ.), 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ვიტო კოლელიშვილი; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
1 ლელო: წიკლაური
1 გარდასახვა: მალაღურაძე
1 ჯარიმა: მალაღურაძე
1. | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 127:40 | 14 |
|
2. | ტონგა | 2 | 1 | 0 | 1 | 45:38 | 6 |
|
3. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 70:35 | 5 |
|
4. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 36:107 | 4 |
|
5. | ნამიბია | 2 | 0 | 0 | 2 | 35:93 | 0 |
|
4 ოქტომბერი
არგენტინა - ტონგა