პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა დანიასა და სერბეთთან გასამართი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალია 8 ოქტომბერს დანიას უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ სერბეთთან სტუმრად გაარკვევს ურთიერთობას.
სანტუშის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: რუი პატრისიო (“სპორტინგი”), ანტონი ლოპესი (“ლიონი”, საფრანგეთი), ვენტურა (“ბელენენსეში”).
მცველები: კედრიკი, ხოსე ფონტე (ორივე “საუთჰემპტონი”), ნელსონ სემედო, ელისეუ (ორივე “ბენფიკა”), რიკარდო კარვალიო, ფაბიო კოენტრაო (ორივე “მონაკო”, საფრანგეთი), ლუის ნეტო (“ზენიტი”, რუსეთი), ბრუნო ალვეში (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი).
ნახევარმცველები: დანილო პერეირა, ანდრე ანდრე (ორივე “პორტუ”), მიგელ ველოზო (კიევის “დინამო”, უკრაინა), ტიაგო (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა (ორივე “მონაკო”), ჟოაო მარიო (“სპორტინგი”).
თავდამსხმელები: ნანი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ქუარეჟმა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი), დანი (“ზენიტი”, რუსეთი), რაფა სილვა (“ბრაგა”), ედერი (“სუონსი”, ინგლისი).