უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად “პარტიზანის” ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი მიიჩნიეს. ბელგრადული გუნდის ფეხბურთელმა ხმების 50% მიიღო.
სერბებმა სტუმრად “აუგსბურგი” 3:1 დაამარცხეს. ჟივკოვიჩმა ორი გოლი გაიტანა და “პარტიზანის” მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.