ფეხბურთი

18:18 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი ირლანდიასთან და საქართველოსთან მატჩებისთვის ემზადება

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

D ჯგუფში 19 ქულით პირველ ადგილზე მყოფი გერმანელები ირლანდიას 8 ოქტომბერს სტუმრად ეთამაშებიან, 11 ოქტომბერს კი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ.

ლიოვის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს “ლევერკუზენის” 23 წლის კარის დარაჯს ბერნდ ლენოს, რომელსაც აქამდე გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელთა თავკაცი უახლოეს შეხვედრებში შემდეგ მოთამაშეებს დაეყრდნობა:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ ანდრე ტენ შტეგენი (“ბარსელონა”);

მცველები: ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), ემრე ჩანი (“ლივერპული”), მათიას გინტერი (“დორტმუნდი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), მათს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”);

ნახევარმცველები: კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ილკაი გუნდოგანი (“დორტმუნდი”), კრისტოფ კრამერი (“ლევერკუზენი”), ტონი კროოსი (“რეალი”), თომას მიულერი (“ბაიერნი”), მესუთ ოზილი (“არსენალი”), ლუკაშ პოდოლსკი (“გალათასარაი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”), ანდრე შურლე (“ვოლფსბურგი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“ვოლფსბურგი”), კევინ ვოლანდი (“ჰოფენჰაიმი”).

0.125934