რაგბი

15:43 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის თამაშები “ოლ ბლექსის” შემდეგ

ამაღამ, თბილისის დროით 23 საათიდან კარდიფის “მილენიუმზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას ეთამაშება, შაბათ-კვირას კი, ეროვნული პირველობის მეოთხე ტურია.

პირველი თამაში შაბათს, უჩვეულოდ ადრე, 12 საათზე დაიწყება და “ავჭალაზე” თბილისის “არმია” გორის “ჯიქს” ეთამაშება. გუნდები ამ დაპირისპირებას განსხვავებულად ხვდებიან - არმიელებმა სამივე თამაში დათმეს და ორ მათგანში შეძლეს პრემიალური ქულის აღება, ხოლო “ჯიქმა” სამივე შეხვედრა მოიგო, ერთხელ პრემიალური ქულაც მიითვალა და პირველ ადგილზეა. გასულ ტურში გორელებმა ქვეყნის ჩემპიონი დაამარცხეს (21:13), ხოლო “არმია” “დიდ 10”-ში აღზევებულ “აკადემიასთან” მხოლოდ ქულას დასჯერდა (12:15).

18 საათზე აღმოსავლეთ საქართველოს ორ დიდ ქალაქში ორი თამაში დაიწყება. თბილისში, დიდ დიღომში, “ლელო-სარასენსი” მშობლიურ სტადიონზე “არმაზს” ეთამაშება, რომელსაც პირველ ტურში “ბათუმთან” 18:26 მარცხის შემდეგ აღარ უთამაშია. ამის მიზეზი ვასილ ლობჟანიძე, მურაზ გიორგაძე და ირაკლი მაჩხანელი არიან, რომლებიც ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე იმყოფებიან და ვაზისუბნელებმაც თამაშების გადადება ითხოვეს. ახლა “არმაზი” შიდა პირველობას უბრუნდება და “ლელო-სარასენსს” ეწვევა, რომელმაც პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ, ერთი კვირის წინ მარცხი განიცადა. ჩემპიონს მსოფლიო თასზე ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა ჰყავს მივლენილი.

რუსთავში ქართლურ დერბიში “ხარები” ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს. ამ გუნდებს მიმდინარე გათამაშებაში ჯერ თამაში არ მოუგიათ და ახლა მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებენ. რუსთაველებმა ორი გასვლითი მარცხის შემდეგ, ერთი კვირის წინ “ბათუმს” უმასპინძლეს და პირველი ქულა აიღეს (9:13), ხოლო “ყოჩებმა” პრემიალური ქულა პირველ ტურში “ჯიქთან” აიღო, მერე “არმაზთან” მატჩი გამოტოვა, ხოლო ერთი კვირის წინ ქუთაისში “აიას” პირველი ტაიმი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ 10:21 დამარცხდა.

კვირას ორივე თამაში თბილისშია და ისინი პარალელურ რეჟიმში, 18 საათზე დაიწყება. “ავჭალაზე” “აკადემია” “ბათუმს” მასპინძლობს და წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება. უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა აკადემიელებმა, პირველ ტურში “ლელო-სარასენსთან” მცირედით წააგეს და პრემიალური ქულა აიღეს, მომდევნო ორ მატჩში კი, “ხარები” და “არმია” დაამარცხეს. მაგრამ თავისი გეგმები აქვთ ზღვისპირელებს, რომელთაც “არმაზი”, “აია” და “ხარები” ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს და მოგებათა სერიის კიდევ ერთი თამაშით გაზრდაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან.

“შევარდენზე” “ლოკომოტივი” “აიას” მასპინძლობს. რკინიგზელებმა პირველ ორ ტურში ერთი გამარჯვება მოიპოვეს და ერთხელ დამარცხდნენ, გასულ კვირას კი, “არმაზთან” უნდა ეთამაშათ, მაგრამ დაისვენეს. ქუთაისელები მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებენ რიკოთს აქეთ. განვლილ შეხვედრებში “აიამ” “ხარები” და “ყოჩები” ქუთაისში დაამარცხა, ხოლო გონიოში “ბათუმთან” თავად დამარცხდა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IV ტური

3 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 12:00 საათი

არმია (თბილისი) - ჯიქი (გორი)

რუსთავი. ახალი. 18:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. დიდი დიღომი. 18:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

4 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

27/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

3

3

0

0

1

0

0

50:31

+19

5/1

13

2

ბათუმი ბათუმი

3

3

0

0

0

0

0

56:36

+20

4/2

12

3

აია ქუთაისი

3

2

0

1

1

0

0

55:36

+19

3/2

9

4

აკადემია თბილისი

3

2

0

1

0

1

0

37:29

+8

1/1

9

5

ლელო სარასენს თბილისი

3

2

0

1

0

0

0

51:43

+8

3/3

8

6

ლოკომოტივი თბილისი

2

1

0

1

0

1

0

27:28

-1

2/1

5

7

არმია თბილისი

3

0

0

3

0

2

0

44:65

-21

2/4

2

8

ყოჩები ბოლნისი

2

0

0

2

0

1

0

22:38

-16

1/3

1

9

ხარები რუსთავი

3

0

0

3

0

1

0

26:54

-28

1/5

1

10

არმაზი თბილისი

1

0

0

1

0

0

0

18:26

-8

2/2

0

0.112273