ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ახალი სეზონის წინ თურქული “ტედ ანკარა კოლეჯლილერის” წევრი გახდა, მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
დედაქალაქური კლუბი მოსამზადებელ ტურნირში ჩაება და “პინარ ქარშიაქასთან” 65:73 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
სანიკიძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ კალინ ლუკასს (19 ქულა) ჩამორჩა, “ქარშიაქას” კი ამერიკელებმა – კენეტ გაბრიელმა (21) ჯოე რაგლანდმა (16) და ჯასტინ კარტერმა (12) ულიდერეს.
2 ოქტომბერს “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” ბერძნულ პაოკ-ს ეთამაშება, ხოლო 3-ში სანიკიძის გუნდის მეტოქე თურქულივე “ტრაბზონსფორი” იქნება.