ფეხბურთი

18:14 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანიამ “უოტფორდთან” ხუთლიანი კონტრაქტი გააფორმა

როგორც “უოტფორდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება იკეჩი ანიამ კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის შემადგენლობაში 2013 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ამ დროის განმავლობაში “უოტფორდის” მაისურით 110 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

გლაზგოში დაბადებულ ფეხბურთელს 2013 წლიდან რეგულარულად იძახებენ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში. მის ანგარიშზე 17 ჩატარებულ მატჩში 2 გატანილი გოლია.

თეგებიიკეჩი ანია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113042