"უოტფორდმა" 16 წლის ფეხბურთელი რაფაელ იორკი შეიძინა. შვედური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი "უოტფორდში" გადასვლამდე, "საუთჰემპტონის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რის შემდეგაც "უოტფორდმა" იაქტიურა და აჯობა კონკურენტს.
"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა დაადასტურა რაფაელ იორკის შეძენა, რომელიც შვედეთის ასაკობრივ ნაკრების შემადგენლობაში გამოდის, ინგლისურ კლუბში გადასვლამდე კი შვედეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა.