ფეხბურთი

14:13 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "შალკეს" მოთამაშით დაინტერესდა

როგორც Bild იუწყება "ლივერპულს" ლეროი სანეთი გაძლიერება სურს. როგორც "შალკეს" დირექტორი ჰორსტ ჰელდტი აღნიშნავს, მერისისაიდული კლუბი მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდად, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებაზეც მიდის საუბარი.

"სანეს შეძენით "აიაქსმაც" მოგვმართა. ეს იყო 2 წლის წინ. იმ დროსთან განსხვავებით სანემ მაღალ დონეზე გამოავლინა ტალანტი, ამიტომ მისი შენარჩუნება უფრო რთული იქნება" - აღნიშნავს ჰელდტი.

გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გელზერკინხენული კლუბის ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობს.

სანეს ძმა სულეიმან სანე "ფრაიბურგის" ყოფილი ფეხბურთელია და სხვა გერმანულ კლუბებშიც უთამაშია, ამჟამად კი ზანზიბარის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

თეგებილეროი სანე
Loading...
0.152525