ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა მექსიკის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა. ამის შესახებ “აცტეკთა” ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გილერმო კანტუმ განაცხადა.
“ჩვენ დავუკავშირდით კლოპის წამრომადგენლებს, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ იურგენი შვებულებაშია და ამჟამად მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა არ არის შესაძლებელი”, - თქვა კანტუმ.
შეგახსენებთ, რომ კლოპი გასული სეზონის დასრულების შემდეგ უმუშევარია, ხოლო ბოლო დროს მის სახელს აქტიურად ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ლივერპულს” უკავშირებენ.