საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილის გადაწყვეტილებით “მიდტიულანდთან” შეხვედრაში შემდეგი მოთამაშეები ითამაშებენ სასტარტო შემადგენლობაში:
ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (კაპიტანი), ბიძინაშვილი, კოხრეიძე, გვარაძე, გოშთელიანი
როგორც “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი იუწყება მატჩის ინტერნეტ-რეპორტაჟი არ შედგება, რადგან მასპინძელმა მხარემ ტექნიკურად ვერ უზრუნველყო პირდაპირი ტრანსლაცია. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაში “საბურთალოსთვის” აღნიშნული მატჩი სადებიუტოა.