ფეხბურთი

16:43 | 30.09.2015 | ნანახია 721 - ჯერ

“ვალენსიას” აბდენური დააკლდება

ესპანური “ვალენსიას” ტუნისელი ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური ტრავმირებულია. 26 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება რის შემდგომაც საბოლოოდ დადგინდება მისი დაზიანების სიმძიმე, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი 4 ოქომბერს, ლა ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” თამაშს ვერ შეძლებს.

აბდენურმა, რომელიც “ღამურებს” სეზონის წინ ფრანგული “მონაკოდან” შეუერთდა, ტრავმა “ლიონთან” მატჩში მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ადერლან სანტოსი შევიდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:18 | 30.09.2015
gerard888 (1536)

დანაკლისია ვალენსიასთვის.

0.125769