8 დღე, სამი თამაში 225 წუთი, 10 გოლი – ასეთი მონაცემები აქვს მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის. ყველაფერი კი 22 სექტემბერს, “ვოლფსბურგთან” მატჩის მეორე ტაიმიდან დაიწყო. ამ თამაშში პოლონელი შეცვლაზე შევიდა და მეტოქეს 5 გოლი გაუტანა, მერე არც “მაინცი” დაინდო და დუბლი შეუსრულა, ხოლო გუშინ ზაგრების “დინამოსთან” ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
შესაძლოა, ლევანდოვსკიზე გაცილებით დიდი ფეხბურთელები არსებობენ ან არსებობდნენ, მაგრამ ასეთ გენიალურ მაჩვენებლზე ნებისმიერი დონის მოთამაშე მოაწერდა ხელს.
27 წლის თავდამსხმელს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე თავი 2 შეხვედრაში 3-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 8 თამაშში მეტოქეები 10 გზის დაამწუხრა. აღნიშნულ სამივე ტურნირზე ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირია და აქედანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი...